„ოსტანკინოს“ შენობაზე ალა პუგაჩოვას შეურაცხმყოფელი წარწერები გამოსახეს (ვიდეო)

რუსი მომღერალი ალა პუგაჩოვა, რომელიც ისრაელში გაემგზავრა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან რამდენიმე დღეში, მოსკოვში, ოსტანკინოს სატელევიზიო ცენტრის შენობიდან “ერთ ადგილას” გაგზავნეს.
„ოსტანკინოს“ შენობაზე მსხვილი ასოებით გამოიყვანეს წარწერა: „ალა, რა კარგია, რომ გაიქეცი! ალა, დიდი ხანია ყველას შე***ი“.
შეგახსენებთ, რომ ალა პუგაჩოვა და მაქსიმ გალკინი უკრაინაში ომის დაწყების დღიდან შვილებთან ერთად ისრაელში გაემგზავრნენ. მაქსიმ გალკინი მკაცრად გმობს უკრაინაში ომს და ისრაელში კონცერტებზე ფულსაც კი აგროვებს უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად.
ასეთი ანტისაომარი პოზიციისთვის ის უკვე „აკრძალულია“ რუსეთის ფედერაციაში.
შეგახსენებთ, რომ პუტინის მომხრე მომღერალმა ვიკა ციგანოვამ შესთავაზა ხელისუფლებას პუგაჩოვასათვის მოქალაქეობის ჩამორთმევა.

 

https://youtu.be/_fFElzQ8VGc

 

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრმა იერუსალიმის ჯვრის მონასტერს საჩუქრად ლუკა იერუსალიმელის ხატი გადასცა
შემდეგი სტატიაზელენსკი: ევროპამ უნდა აჩვენოს ძალა, ვინაიდან მხოლოდ ძალას მიიჩნევს რუსეთი არგუმენტად, ერთიანობა კი ამ ძალის ფუნდამენტია