ოსმა ძალოვნებმა ცხინვალის იზოლატორიდან საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გაათავისუფლეს

ოსმა ძალოვნებმა ცხინვალის იზოლატორიდან საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გაათავისუფლეს.

სოფელ ერგენთში ე.წ. ნეიტრალურ ტერიტორიაზე ქართველ სამართალდამცავებს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერეს მკვიდრი, არსენ ლაფაჩი გადასცეს.

ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით, რუსმა სამხედროებმა ლაფაჩი იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი გამყოფი ხაზის სიახლოვეს პირუტყვს მწყემსავდა. მისი გათავისუფლება ჯარიმის, 2000 რუბლის გადახდის შემდეგ მოხერხდა. ცხინვალის იზოლატორში იგი სამი დღე იმყოფებოდა.

დღეს ოსმა ძალოვნებმა ასევე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მკვიდრი მალხაზ ლეჟავა გაათავისუფლეს.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ ჯანელიძე: ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული ყველა პროცესი ძალიან აქტიურად მიმდინარეობს
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე: მთავრობა არღვევს კანონს ბიუჯეტის შესახებ