ოსმა ძალოვანებმა სოფელ მეჯვრისხევის მკვიდრი მალხაზ ლეჟავა გაათავისუფლეს

ოსმა ძალოვანებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მკვიდრი 1973 წელს დაბადებული მალხაზ ლეჟავა გაათავისუფლეს.

ქართველ სამართალდმცავებს მალხაზ ლეჟავა სოფელ ერგნეთში ე.წ. ნეიტრალურ ტერიტორიაზე გადასცეს.

ლეჟავა 22 ოქტომბერს, სოფლის განაპირა მხარეს რუსმა სამხედროებმა ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.

მალხაზ ლეჟავამ ცხინვალის იზოლატორი ჯარიმის გადახდის შემდეგ დატოვა.

banner
წინა სტატიაშიშუახევის საკრებულოს დეპუტატი მურმან აბაშიძე „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს
შემდეგი სტატიასარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტი ცალმხრივად გაიხსნა