ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმი 31 აგვისტოს გამოვლინდება-რომელი ფილმები ეცდებიან ოსკარზე საქართველოს სტატუსით მონაწილეობას?!

საქართველოს კანდიდატი ფილმი ოსკარის უცხოენოვანი ფილმის ნომინაციისთვის 31 აგვისტოს გამოვლინდება.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, გადაწყვეტილებას ფარული კენჭისყრის საფუძველზე 31 აგვისტოს, 15:00 საათზე, კინოსახლის განახლებულ დარბაზში მიიღებენ.

ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად წელს შემდეგი ექვსი ქართული ფილმია წარდგენილი:

 

„ხიბულა“ – რეჟისორი გიორგი ოვაშვილი

„ნამე“ – რეჟისორი ზაზა ხალვაში

„ჰორიზონტი“ – რეჟისორი თინათინ ყაჯრიშვილი

„დედე“ – რეჟისორი მარიამ ხაჭვანი

„ექვთიმე ღვთისკაცი“ – რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე

„ჰამლეტი“ – რეჟისორი გიორგი მეგრელიშვილი

banner
წინა სტატიაშისაქმეზე, რომლის ფარგლებშიც მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში იკითხებოდა, მაჩალიკაშვილმა გაუთქმელობის ხელწერილი დადო
შემდეგი სტატია,,თანასწორობის ჯილდო” ეუფასგან- გურამ კაშია ლგბტ თემის მხარდაჭერისთვის დაჯილდოვდა