ოსკარის მფლობელი მსახიობი დაიან კიტონი 79 წლის ასაკში, კალიფორნიაში გარდაიცვალა

ოსკარის მფლობელი მსახიობი დაიან კიტონი 79 წლის ასაკში, კალიფორნიაში გარდაიცვალა. მსახიობის გარდაცვალების მიზეზი და სხვა დეტალები ჯერ უცნობია.

დაიან კიტონმა პოპულარობა ჯერ კიდევ 1970-იან წლებში, ცნობილ ფილმებში – „ნათლია“, „ენი ჰოლი“, „სიყვარული წესების გარეშე“ და „პირველი ცოლების კლუბში“ შესრულებული როლებით მოიპოვა.

ოსკარზე ოთხჯერ ნომინირებულ მსახიობს კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო, როგორც საუკეთესო ქალ მსახიობს, 1978 წელს ფილმში – „ენი ჰოლი“ შესრულებული როლისთვის გადაეცა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინულმა ძალებმა დონეცკში მდებარე რუსეთის სამხედრო ობიექტი გაანადგურეს
შემდეგი სტატიააშშ-ის დაზვერვა კიევს აწვდის მონაცემებს, რომელთა წყალობითაც შესაძლებელი გახდა რუსეთის მნიშვნელოვან ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების განხორციელება