“ოსკარის” კურიოზები: რასიზმზე ხუმრობები და უხერხული კომენტარები

31ამერიკული კინოაკადემია “ოსკარის” დაჯილდოების ცერემონია იშვიათად თუ ჩაივლის კურიოზების და სკანდალის გარეშე. ხშირად ჟურნალისტების და ბლოგერების ყურადღებას სკანდალი უფრო იმსახურებს, ვიდრე ფილმები ან ნომინანტთა დაჯილდოება – “ბიბისი” წერს.
გუშინ “ოსკარის” 88-ე დაჯილდოების ცერემონიალიც გამონაკლისი არ ყოფილა და პრინციპში, ასეც დაიწყო.

ცერემონიის წამყვანმა, აფროამარიკელმა კომიკოსმა კრის როკმა სადღესასწაულო საღამო გრძელი მონოლოგით დაიწყო, რომელიც ნომინაცირებული შავკანიანების უმცირესობას ეხებოდა, რომლის გამოც წლევანდელი “ოსკარი” ხმაურიან სკანდალში გაეხვა.
“ყველას უნდა გაიგოს: ჰოლივუდი რასისტულია? კი, ეშმაკმა დალახვროს, ჰოლივუდი რასისტულია… ისე კი, თუ გინდათ, რომ “ოსკარზე” შავკანიანები იხილოთ, უბრალოდ მათთვის ცალკე ნომინაცია დააწესეთ, მაგალითად, “საუკეთესო შავკანიანი მეგომარი” – იხუმრა კომიკმა.

მან აღნიშნა, რომ 50 წლის წინათაც ნომინაციაში აფროამერიკელები პრაქტიკულად არ ყოფილან, თუმცა, მაშინ მათ აზრადაც არ მოსვლიათ პროტესტი. “ჩვენ, მართალია, მაშინ ძალიან არ გვაღელვებდა ვინ გახდებოდა კარგი ოპერატორი, რადგანაც უფრო გვაინტერესებდა ჩვენ მოგვკლავდნენ თუ ლინჩის წესით გაგვასამართლებდნენ” – თქვა რიკმა.

 

მსახიობის მონოლოგმა სოციალურ ქსელში დიდი ხმაური გამოიწვია. ზოგიერტები მისი სიმამაცით და გამჭრიახობით აღფრთოვანებას გამოხატავდნენ, ზოგიერთები კი აღნიშნავდნენ, რომ დარბაზში მისი სიტყვის გამო უხერხულობა ჩამოვარდა, რადგანაც ბევრი თეთრკანიანი მსახიობი ვერ მიხვდა მსგავს ხუმრობებზე უნდა გაეცინათ თუ არა ტელეკამერების წინ.

32

 

განსაკუთრებით ყურადღების ქვეშ მოექცა როკის ერთ-ერთი სახუმარო პასაჟი იმასთან დაკავშირებით, რომ აკადემიკოსების ხმების დათვლას აზიელი ბავშვები აწარმოებენ. ამასთანავე, კომიკოსმა მიანიშნა იმაზე, რომ აზიაში ბავშვები არათავისულალ შრომას მიეჩვივნენ.

სოციალურ ქსელებში არანაკლები რეაქცია მოყვა ბრაზილიელი მსახიობის, გლორი პირესის დაცემას, რომელსაც ბრაზილიელი მაყურებლისთვის “ოსკარის” კომენტარები უნდა გაეკეთებინა.

ტრანსლაციის დასაწყისშივე პირესმა აღნიშნა, რომ არ უნახავს არც ერთი ფილმი, რომლებიც მთავარ ნიმინაციაშია გამოტანილი, რომლის შემდეგაც გამარჯვებულ ფილმზე მისი ყველა კომენტარი მხოლოდ რამდენიმე ზოგადი ფრაზით შემოიფარგლა. მომხმარებლებმა მსახიობს დასცინეს არა მხოლოდ ლექსიკის გამო, არამედ, ფილმების სახელწოდებების არასწორი თარგმანის გამოც.

88-ე ცერემონიის კურიოზების ერთ-ერთი ეპიზოდი ბრიტანელ მომღერალ სემ სმიტს უკავშირდება, რომელმაც ფილმი “სპექტრისთვის” დაწერილ სიმღერაში Writing’s on the Wall აიღო “ოსკარი”. გამოსვლაში სმიტმა განაცხადა, რომ ის ლგბტ-თემის პირველი ღია წარმომადგენელია, რომელმაც პრიზი აიღო.

34
ამერიკელმა სცენარისტმა დასტინ ლენს ბლექმა, რომელიც ასევე არ მალავს საკუთარ ორიენტაციას, სმიტს “ტვიტერზე” შეახსენა, რომ მან ჯერ კიდევ 2008 წელს აიღო “ოსკარი” და სმიტს სახალხოდ მიმართა შეწყვიტოს სპორტსმენ ტომ დეილთან წერილების წერა, ვისთანაც ბლექი დანიშნულია.
სმიტს სოციალური ქსელების სხვა მომხმარებლებმაც შეახსენეს ლგბტ-თემის სხვა ოსკაროსნები, მათ შორის ელტონ ჯონი, ჯოდი ფოსტერი, და ალან ბოლი.
Daily Mail-ი წერს, რომ ცნობილი რეჟისორი ჯორჯ კიუკორი, რომელმაც “ოსკარი” 1964 წელს აიღო, ასევე არ მალავდა საკუთარ სექსუალურ ორიენტაციას.

WWW.TIMER.GE

banner
წინა სტატიაშინავთობის დაბალმა ფასმა ევროზონის დეფლაცია გამოიწვია
შემდეგი სტატიარუსეთის ეკონომიკამ 2016 წლის იანვარში ვარდნა განაგრძო