ოსი დეპუტატი მეზობელს კანაფის განადგურებაში დაეხმარა

ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტის წევრს გარი მულდაროვს ადგილობრივი სამართალდამცველები პრეტენზიას უყენებენ. პოლიციელები არ გამორიცხავენ, რომ დეპუტატი მეზობელს კანაფის პლანტაციის განადგურებაში დაეხმარა.
სამართალდამცველებმა შეტყობინება მიიღეს, რომ ცხინვალში, რევოლუციის ქუჩაზე, კერძო დასახლებაში, მოქალაქეს დათესილი ჰქონდა კანაფი. ჩხრეკის ჩასატარებლად მისულებს წინ გადაუდგა დეპუტატი და საქმეების გარჩევა დაუწყო.
ოსი კანონნდებელი პოლიციისგან ითხოვდა წარმოედგინათ ნებართვა, რომლის საფუძველზეც უნდა ჩატარებულიყო ჩხრეკა. პოლიციამ დოკუმენტი წარადგინა. დეპუტატი დიდხანს ეცნობოდა მას.
როცა საფუძვლიანად გაეცნო პოლიციას უთხრა, რომ მათ გზა გახსნილი ჰქონდათ. პოლიციამ ტერიტორია შეამიწმა, მაგრამ ვერაფერი იპოვა. პოლიცია დარწნუნებულია, რომ სანამ დეპუტატი მათ საქმეებს ურჩევდა, მისმა მეზობელმა კანაფი გაანადგურა.

banner
წინა სტატიაშინინო სურგულაძემ ლექსო ლაშქრავას ხსოვნას სიმღერა მიუძღვნა (ვიდეო)
შემდეგი სტატიადავით ფაცაცია: ძალიან სამწუხაროა, როცა წლების განმავლობაში ძალიან ბევრი ჟურნალისტი ვერ გრძნობს ან არ იმჩნევს ან შეგნებულად ძალადობს საზოგადოებაზე