ცხინვალში ახალ წელს პანკისიდან ,,ისლამური სახელმწიფოს,, თავდასხმას ელოდებიან…

აფხაზური ,,გაზეტა გალი,, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრის დავით სანაკოევის ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ტერორისტული ორგანიზაცია ,,ისლამური სახელმწიფოს,, (დაეში) პანკისში დისლოცირებული ბოევიკები, ახალი წლისთვის სამხრეთ ოსეთის საზღვარზე პროვოკაციულ თავდასხმებს ამზადებენ…

აფხაზური მედიით გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ სანაკოევის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ოსი სამართალდამცავებიც ფლობენ და ისინი ამ პროვოკაციის აღსაკვეთად ემზადებიან.  ოსების აზრით, ტერორისტების თავდასხმის ობიექტი შესაძლებელია რუსი და ოსი მესაზღვრეები, ეუთოს დამკვირვებლები ან ქართველი პოლიციელები გახდნენ, რომლებიც ე.წ. ოსეთის საზღვრის პერიმეტრის გასწვრივ პატრულირებენ. ამასთანავე, ოსები არ გამორიცხავენ, რომ ტერორისტებმა საზღვრის მიმდებარე სოფლებიდან,სიტუაციის დაძაბვის მიზნით ხალხის გატაცებაც განახორციელონ.

აფხაზური გამოცემა დაბეჯითებით აცხადებს, რომ საქართველოში, კერძოდ კი პანკისში, ,,ისლამური სახელმწიფოს,, მეომრების ბაზები არსებობს და იქ ბოევიკები იმყოფებიან.

www.timer.ge

 

banner
წინა სტატიაშირუსეთი ისევ ანადგურებს პროდუქტებს – ამჯერად თურქეთიდან
შემდეგი სტატიაროგორ შეიცვალა ტურისტული ნაკადები თურქეთში…?