“არგუმენტი რაც ხშირად მესმის, თითქოს “FARA” საქართველოში ზუსტად დაკოპირებულია ამერიკული FARA-დან. ვერ დაგეთანხმებით. ჩვენ რა თქმა უნდა შევისწავლეთ აშშ-ში FARA და მინდა გითხრათ, რომ ამ კანონთან დაკავშირებით არსებობს სხვადასხვა დამცავი ბერკეტები, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, კანონი, რომელიც მიიღეს, გასული წლის კანონთან ერთად, კიდევ ერთხელ ზღუდავს არასამთავრობო ორგანიზაციების უფლებებს, გავლენას ახდენს სამოქალაქო საზოგადოების სრულფასოვან და ეფექტურ მუშაობაზე და ამცირებს იმ სივრცეს, რომელშიც ისინი მოქმედებენ. ჩვენ გქონდა შეხება ქართულ მხარესთან ამ კანონთან დაკავშირები, რომ საბოლოო მიღებამდე მის შეფასებაში დახმარება მოეთხოვათ. ეს არის ჩვენი მანდატი, რომ დავეხმაროთ სახელმწიფობს, როდესაც იღებენ კანონებს, რომლებიც ეუთოს ვალდებულებებს არ შეესაბამება. რა თქმა უნდა, ჩვენი მცდელობებისა და დახმარებასთან დაკავშირებით ჩემი პერსონალური მოთხოვნების მიუხედავად, კანონი საბოლოოდ მაინც მიიღეს”,-ამბობს ეუთო/ოდირის დირექტორი, მარია ტელალიანი ეუთოს ყოველწლიურ საპარლამენტო ასამბლეაზე.