სასამართლო პროცესსზე დავით ბეჭვაიამ უვადო შიმშილობა გამოაცხადა

დავით ბეჭვაიას ორთვიანი პატიმრობა შეეფერდა.

patimariზუგდიდში გახმაურებულ მკვლელობაში ბრალდებულ დავით ბეჭვაიას სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სამი მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებულ დავით ბეჭვაიას აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დაკავებული ბრალს არ აღიარებს და აცხედბს, რომ უდანაშაულოა. მისი თქმით, დაკავებისას სამართალდამცავებთან ბრალი “ემოციურ ფონზე” აღარა. უფრო მეტიც მან უვადო შიმშილობა გამოაცხადა.დავით ბეჭვაიას ორთვიანი პატიმრობა შეეფერდა.

პროკურტაურამ დაკავება იმ მოტივით მოითხოვა, რომ ეს არის განსაკუთრებული სისატიკით ჩადენილი დანაშაული. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“
ქვეპუნქტით), რაც 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთს ითვლისწინებს.როგორც დაცვის მახარემ “თაიმერთან” საუბარში განაცხადა აღმკვეთი ღონისძიების გაასაჩივრება 48 საათის განმავლობაში მოხდება.

შეგახსენებთ, რომ შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და ზუგდიდის
რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული
ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1976 წელს
დაბადებული დავით ბ. დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის
ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 10 თებერვალს,
ზუგდიდის რაიონის სოფელ აბასთუმანში, ხეცერის უბანში, ანგარების მიზნით,
ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავისა და გულმკერდის არეში სასიკვდილო
ჭრილობები მიაყენა 1970 წელს დაბადებულ პაატა ჩ-ს, 1984 წელს დაბადებულ
გიორგი ფ-ს, 1964 წელს დაბადებულ მერაბ ა-ს და შემთხვევის ადგილიდან
მიიმალა. სამივე დაჭრილი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშიევროპა რუსეთთან ცივი ომის წინააღმდეგია
შემდეგი სტატიაკაზაკების ატამანი სოხუმში ხრამში გადაჩეხილი იპოვეს