ორწლიანი პატიმრობის შემდეგ საქართველოში გელა სახელაშვილი დაბრუნდა

ორწლიანი პატიმრობის შემდეგ საქართველოში გელა სახელაშვილი დაბრუნდა

gelaამ დღეებში საქართველოში დაბრუნდა გელა სახელაშვილი, რომელიც გასამართლებული იყო ავიაკომპანია „ბელავიას“ თვითმფრინავის გატაცების მცდელობისთვის – წერს რუსული გაზეთი „Комсомольская правда“.
ინციდენტს ადგილი ჰქონდა 2014 წლის ივნისში. 43 წლის გელა სახელაშვილი მეუღლის ოპერაციისთვის საჭირო თანხის საშოვნელად გაემგზავრა ბელორუსში. გამგზავრების წინ მან ალკოჰოლური სასმელი მიიღო. თვითმფრინავში კი, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა, ბარათი გაუგზავნა პილოტს მოთხოვნით გაფრენილიყო რომში, წინააღმდეგ შემთხვევაში საჰაერო ლაინერის აფეთქებით დაემუქრა.
პოლოტებმა თვითმფრინავი მინსკის აეროპორტში დასვეს და უიღბლო „ტერორისტი“ სპეცსამსახურის თანამშრომლებს ჩააბარეს.
სახელაშვილს სასამართლომ 3 წელი მიუსაჯა. 2 წლის შემდეგ ის საქართველოში დაბრუნდა. მისი ახლობლების თქმით, ყოფილი პატიმარი დასუსტებულია, სჭირს უძილობა, არა აქვს სურვილი ისაუბროს მომხდარი ინციდენტის შესახებ, თუმცა ნანობს ჩადენილ საქციელს.

banner
წინა სტატიაშიპოროშენკო რუსეთს ავიადარტყმებით დაემუქრა
შემდეგი სტატია“უახლოეს მომავალში, ევროკავშირს საქართველოსა და უკრაინის ვიზალიბერალიზაციისთვის არ ეცლება, რადგან თვითგადარჩენის პრობლემა დაუდგა”