ორთვიანი მოთხოვნის შემდეგ, ზაზა სარალიძე პროკურატურაში მივა

დაპირებული ვიზიტი მთავარ პროკურატურაში – რამდენიმე საათში ზაზა სარალიძე საგამოძიებო უწყებაში ადვოკატთან ერთად მივა.

ზაზა სარალიძე გენერალურ პროკურორთან შეხვედრას უკვე რამდენიმე თვეა უშედეგოდ ითხოვს.

„ძალიან ბევრი კითხვებია დაგროვილი მისი დანიშვნის დღიდან დღემდე. არამარტო ძირითად საქმეზე ჩემი შვილის მკვლელობა მაქვს მხედველობაში, თუნდაც კარვების დარბევასთან დაკავშირებით, მოწმეების დაშინებასთან დაკავშირებით,“-ამბობს ზაზა სარალიძე.

გვიან ღამით სარალიძის მოთხოვნას გამოეხმაურა მთავარი პროკურატურა. უწყებაში განმარტავენ, რომ მოკლული მოზარდის მამა შალვა თადუმაძეს ერთხელ უკვე შეხვდა, ხოლო იმ საქმეების პროკურორები, რომლებთან დაკავშირებითაც სარალიძეს სურს საუბარი, დიალოგისთვის ყოველთვის მზად არიან, თუ სარალიძის მხრიდან მორიგ აგრესიულ ქმედებას არ ექნება ადგილი.”

banner
წინა სტატიაშიშსს-მ ქურდობის ოთხ ფაქტზე ორი არასრულწლოვანი ამხილა
შემდეგი სტატიადავით ზალკალიანმა სენატორ რონ ჯონსონთან გამართა შეხვედრა