ორთაჭალის ავტოსადგურთან ტაქსის მძღოლები აქციას მართავენ

ორთაჭალის ავტოსადგურთან ტაქსის მძღოლები აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები მიმდებარე ტერიტორიაზე მათთვის გასაჩერებელი ადგილების შეზღუდვას აპროტესტებენ.

აქციას „ლეიბორისტული პარტიის” უფლებადაცვითი ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა ჩხარტიშვილი შეუერთდა.

მძღოლების თქმით, ისინი სადგურის ტერიტორიაზე მაღალი გადასახადის გამო ვერ ჩერდებიან, ამიტომ წლების განმავლობაში ტროტუარის მიმდებარედ საპარკინგე ნაწილზე იდგნენ, თუმცა გასული წლის ბოლოს დახაზული ადგილები გაუქმდა და გაჩერება აიკრძალა.

აქციაზე მათ მერიისგან მოღებული წერილი წარმოადგინეს, სადაც გადაწყვეტილების მიზეზად გამწვანების მოწყობაა დასახელებული.

იმ შემთხვევაში, თუ ერთ კვირაში სადგურის მიმდებარედ გაჩერების უფლება არ დაუბრუნდებათ, მძღოლები აქციის გამართვას მერიასთან გეგმავენ.

banner
წინა სტატიაშიმე მინდოდა ,,ქართულ ოცნებაში” შესვლა მაგრამ თქვენი მეშვეობით არა !-გიორგი მუხიგულაშვილი
შემდეგი სტატიაავარია ვახუშტის ხიდთან – 1 დაიღუპა, 3 კი დაშავდა