ორთაჭალაში ტრანსგენდერი ქალი სცემეს

გვიან ღამით, ორთაჭალაში ტრანსგენდერი ქალი სცემეს. დაზარალებულის განმარტებით, მამაკაცმა, რომელიც სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაშ იმყოფებოდა, მას ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ნაცემმა ქალმა დახმარება მეგობარს სთხოვა, რის შემდეგაც ადგილზე პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს.

დაზარალებულის განცხადებით, მამაკაცი საპატრულო ეკიპაჟმა მალევე დააკავა.

შინაგან საქმეთა სმინისტროს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ერთი პირი შემთხვევს ადგილზე დააკავეს. გამოძიება სსკ-ს 178-ე მუხლის 1 ნაწილით და 126 მუხლით მიმდინარეობას, რაც ძარცვა და ძალადობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაში13 წლის ძმის შვილის მკვლელობაში ბრალდებული ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს
შემდეგი სტატიახანძარი ბათუმი – ჭავჭავაძის ქუჩაზე ცეცხლი ორსართულიან შენობაში გაჩნდა