ორთაჭალაში მოპარული მანქანა ნაპოვნია – პოლიცია დამნაშავეს ეძებს

სამართალდამცველებმა ორთაჭალაში მოპარულ TOYOTA-ს მარკის ავტომობილს ქურდობის ადგილიდან ახლოსვე მიაკვლიეს, ამის შესახებ შს სამინისტროში განაცხადეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტომობილი მფლობელს საგამოძიებო მოქმედებების დასრულებისთანავე გადაეცემა.

პოლიცია დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობის დადგენა-დაკავების მიზნით ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს ახორციელებს.

უწყების ცნობით, თბილისში, ორთაჭალაში TOYOTA-ს მარკის ავტომობილის ქურდობის ფაქტს პოლიცია სსკ-ის 177-ე მუხლით იძიებს, რაც ქურდობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშილევან გოგიჩაიშვილი – ვანო ზარდიაშვილი დარჩებოდა თუ წავიდოდა, სულ ერთია
შემდეგი სტატიაეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ამ ბრძოლაში გავიმარჯვებდი-ეკა ბესელია