ორთაჭალაში, დევნილთა დასახლებაში აფეთქება მოხდა- გარდაცვლილია 82 წლის მამაკაცი

ორთაჭალაში, დევნილთა დასახლებაში აფეთქება მოხდა. “თაიმერის” ინფორმაციით, გარდაცვლილია 82 წლის მამაკაცი.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ადასტურებს. მათივე ინფორმაციით, მაშველებმა ოთხი ადამიანის გადარჩენა შეძლეს ერთი კი ნანგრევებიდან ამოიყვანეს.

აფეთქება თხევადმა გაზმა გამოიწვია. ოთხივე მათგანი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა საავადმყოფოში გადაიყვანა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

banner
წინა სტატიაშიკალანდა ტრადიციული გურული და მეგრული ახალი წელია-გილოცავთ ძველით ახალ წელს!!!
შემდეგი სტატიაჯო უილსონი – მზია ამაღლობელი და ივანიშვილის რეჟიმის ყველა პოლიტპატიმარი სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს