ორთაჭალაში დაჭრილი ტრანსგენდერის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა

ორთაჭალაში, სავარაუდოდ სექსუალური იდენტობის გამო დაჭრილი მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. ის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩება. მისი მდგომარეობის შესახებ ოფიციალურ განცხადებას მედიკოსები ხვალ გააკეთებენ.

ტრანსგენდერს უცნობმა პირებმა ცივი იარაღით და ბლაგვი საგნით მძიმე დაზიანებები მიაყენეს. თავდასხმა ორი დღის წინ ორთაჭალაში , ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.

პროკურატურის ინფორმაციით, ფაქტზე პირველადი გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, ამოღებულია დანაშაულის იარაღი დანა. უწყების ცნობით, გამოძიება შსს-მ დაიწყო რომელსაც საპროცესო ზედამხედველობას უწევს პროკურატურა.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ განმუხურის 38-ე უბნის არჩევნების შედეგები ბათილად დატოვა
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი : დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინის მიმართებაში ეს სამარცხვინო პოზიცია, რომელიც შავ ლაქად დარჩება საქართველოს ისტორიაში