20.5 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 14, 2026
banner

ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან გასაცემი ფულადი დახმარება ყადაღას არ დაექვემდებარება

ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან გასაცემი ფულადი დახმარება ყადაღას არ დაექვემდებარება.

შესაბამისი ცვლილება “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონში აისახება. პროექტის თანახმად, ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულების, ასევე ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან გასაცემი ფულადი დახმარება ყადაღას არ დაექვემდებარება და აღსასრულებლად არ მიექცევა.

საკანონმდებლო ინიციატივა “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს და ის პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარების ოდენობა განსაზღვრულია ჯამურად არა უმეტეს 2 000 ლარის ოდენობით.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე: ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი კიდევ უფრო აახლოებს ევროპასა და აზიას და აძლიერებს ჩვენი რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობას
შემდეგი სტატიაერთად ვუგულშემატკივროთ გურამ კაშიას ბოლო სანაკრებო თამაშზე – საქართველოს ბანკი ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია