ორსანტიაში სწრაფი ტესტირება დაიწყო – სოფელში ეპიდემიოლოგები მუშაობენ

სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში საგანგაშო ეპიდ სიტუაციაა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზღვრისპირა სოფელ ორსანტიაში, ამბასაძეების უბანში ეპიდემიოლოგებმა მოსახლეობის კორონავირუსზე სწრაფი ტესტირება დაიწყეს.

გაიტესტა 51 ადამიანი, აქედან 11 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. სამი ადამიანი რუხის კოვიდ კლინიკაშია მოთავსებული. ასევე კორონავირუსი ინფიცირებულების ოჯახის წევრებსაც დაუდასტურდათ.

სოფელში პოლიციასთან ერთად მიმდინარეობს მოქალაქეების  თერმოსკრინინგი, ჯანდაცვის მუნიციპალური დანაყოფის მიერ ხორციელდება ადგილობრივების მასიური ტესტირება. სოფელში მომდევნო 12 დღის განმავლობაში მკაცრი კონტროლი განხორციელდება. დღეიდან ორსანტიაში ტესტირების პროცესში სამი ბრიგადა ჩაერთვება.

 

 

 

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიკოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები დაუშვებლად მივიჩნევთ ინტერნეტის ხელმისაწვდომობის შეზღუდვას ნამოხვანში
შემდეგი სტატიამტკიცედ გვაქვს განზრახული NATO-ს სრულფასოვანი წევრობა – ღარიბაშვილი