ორსანტიაში 4 საუკუნოვანი ცაცხვის ხეს თვალი ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა დაადგა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიაში 4 საუკუნოვანი ცაცხვის ხეს თვალი დაადგა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა. „ოდიშინიუსის“ წყაროს ინფორმაციით მოლაპარაკებები დაწყებულია იმ ოჯახთან, სადაც ეს ხე დგას.სავარაუდოდ საუბარია 150 ათას დოლარზე, რომელსაც პატრონი მიიღებს, თუმცა ჩვენი წყაროს ინფორმაციით, აქ პრობლემაა ხის სიდიდე, რადგან უზარმაზარი ცაცხვის გადატანას ვერანაირი ტექნიკა ვერ შეძლებს და პრობლემა შეექმნება თვითონ სოფლის მოსახლეობას. ცნობილია ისიც, რომ ჯერჯერობით ხის პატრონს ოლიგარქისთვის თანხმობა მიუცია. ბიძინა ივანიშვილის ხეებით დაინტერესება ახალი თემა ნამდვილად არ არის, დაიწერა და ითქვა ისიც, რომ ოლიგარქი ზუგდიდში მალულად ჩამოვიდა სპეციალურად იმისთვის, რომ ბოტანიკური ბაღი დაეთვალიერებინა და მცენარეები შეერჩია, რაზეც ადრე ქრონიკა+- მა წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა, რომ ივანიშვილმა ზუგდიდის ისტორიული ადგილი გუბერნატორთან ერთად დაათვალიერა.ცნობილია რომ ექსპრემიერი შეკვეთილში დენდროლოგიურ პარკს აშენებს, რასაც აჭარაში უნიკალური ჯიშის ხეები ეწირება, რამდენიმე დღის წინ სააგენტო “თაიმერის” ექსკლუზიური ინფორმაციით ივანიშვილმა წალენჯიხის მაგნოლიასაც დაადგა თვალი.

წყარო: ” ოდიშინიუსი”

banner
წინა სტატიაშიკახა მიქაიას სკანდალური პოსტი
შემდეგი სტატია(video)”მე თუ გავხდები პრეზიდენტი, თბილისთან დამაკავშირებელი გზა არ დაიკეტება”