4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობას აღწერს და მათ კიდევ ერთხელ უცხადებს თანადგომას ჟურნალისტი, აქტივისტი და ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი:
“დაკავებულებიდან ორს სიმსივნე აქვს. ერთს მესამე სტადიის.
სამი სოციალურად დაუცველია. უკიდურესი გაჭირვებით. ერთს უთქვამს ადვოკატისთვის მე ისეთი გასაჭირი მაქვს ნანახი, ციხეში უფრო ცუდად როგორ ვიქნებიო.
ერთ-ერთი დაკავებულის 5 წლის შვილი სიმსივნეს ებრძვის.
ეს ადამიანები რომ უკეთესი ცხოვრებისთვის, საკუთარი და შვილების სიცოცხლისთვის ქოლცენტრების და მილიარდებით გამძღარი მთავრობის ღობეს არყევდნენ გიკვირთ?
ვიღაც იბრძვის ევროპისთვის, ვიღაც ადამიანების უფლებებისთვის, ვიღაც ცხოველების და არიან ადამიანები, რომლებიც იბრძვიან უბრალოდ გადარჩენისთვის.
და ქვეყანაში სადაც შენ უნდა უნდა გადარჩე მაშინ როცა ხელისუფალი ერთ დღეში ნახევარ მილიარდს ათეთრებს, ღობის კი არა, სახის მონგრევაც ოქეია”, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

















