ორფოლოს სასროლეთზე, Agile Spirit 2016-ის ფარგლებში ღია კარის დღე იმართება

ახალციხეში, ორფოლოს სასროლეთზე მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2016-ის ფარგლებში ღია კარის დღე იმართება.

სწავლებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეები საჩვენებელ წვრთნებს მართავენ. სამხედრო წვრთნების სცენარი რეიდს, ავიაციისა და საარტილერიო დანადგარების ცეცხლს სამიზნეზე, ასევე უსაფრთხოების ოპერაციებს, სატანკო და ტანკსაწინააღმდეგო ქვედანაყოფების საცეცხლე მხარდაჭერას, მექანიზირებული ქვედანაყოფების ობიექტზე შეტევას, სწრაფი თავდაცვის მოწყობას, ასევე მოწინააღმდეგის კონტრშეტევის მოგერიებასა და უკან გამოსვლას მოიცავს. წვრთნებში ჯავშანტექნიკა, საარტილერიო დანადგარები და ავიაციაა გამოყენებული.

საჩვენებელი წვრთნების დასრულების შემდეგ მოწვეული სტუმრებისთვის სამხედრო ტექნიკის გამოფენა მოეწყობა.

მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი და აშშ-ის საზღვაო ქვეითები ატარებენ. სწავლებაში საქართველოს შეიარაღებული ძალების, აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის, ბულგარეთის, რუმინეთის, უკრაინისა და ლატვიის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ. Agile Spirit 2016 სამეთაურო საშტაბო და საველე მომზადებას მოიცავს.

სწავლება ოფიციალურად 9 სექტემბერს, ორფოლოს სასროლეთზე დასრულდება.

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე ჯეჯელევა : წელს, 13 ახალი სკოლა გაიხსნება
შემდეგი სტატიალისის ტბაზე მდებარე საერთო საცხოვრებელში უცხოელი სტუდენტებიც იცხოვრებენ