კორონავირუსით დეკანოზი თეიმურაზ გოგიაშვილი გარდაიცვალა

კორონავირუსით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების შედეგად, 68 წლის ასაკში ფოთისა და ხობის ფოთის ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი თეიმურაზ გოგიაშვილი გარდაიცვალა.

ინფორმაცია ფოთისა და ხობის ეპარქიის ოფიციალურმა ფეისბუქ გვერდმა გაავრცელა.

დეკანოზი თეიმურაზი საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ქიროტონიით ერთ-ერთი უხუცესი სასულიერო პირი იყო.  დეკანოზი თეიმურაზი დაჯილდოებული იყო მიტრისა და ორი გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით.

 

banner
წინა სტატიაშიკალაძე: გვინდა, რომ სიმდიდრე, რომელიც თბილისს გააჩნია, იყოს სრულად მოწესრიგებული და ასე გადავცეთ ჩვენს მომავალ თაობას
შემდეგი სტატია“დაჯექი, ორიანი”- კახა კალაძე ირაკლი ნადირაძეს