კორონავირუსის 3 333 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 052 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 3 333 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 5 052 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 56 პაციენტი.

ვებგვერდ stopcov.ge-ს მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 36 951 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 17 772, „პისიარ“ ტესტით – 19 179.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 9,02%, ბოლო 14 დღის – 8,98%, ბოლო შვიდი დღის – 8,94%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 838 639 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 779 510 გამოჯანმრთელდა, 11 927 კი გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 152 380 აცრა, დღიურად აცრილია 6 545.

კარანტინის რეჟიმშია 54, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 533 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 150 პირი.

ამასთან, 27 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 4 058 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 157 პაციენტი, გარდაიცვალა 61.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრი ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაულს ულოცავს
შემდეგი სტატიაქუთაისში ახლგაზრდა კაცს დენმა დაარტყა და გარდაიცვალა