17.8 C
Tbilisi
სამშაბათი, აგვისტო 18, 2026
banner

ორნელა მუტიმ და მისმა ქალიშვილმა რუსეთის მოქალაქეობაზე განაცხადი შეიტანეს

РИА Новости-ს იტალიელი მსახიობის შვილმა ნაიკე რიველიმ, განუცხადა, რომ ორნელა მუტიმ და მისმა ქალიშვილმა რუსეთის მოქალაქეობაზე განაცხადი შეიტანეს.

“ჩვენ შეგვაქვს განაცხადი რუსეთის მოქალაქეობაზე, რათა თავს ნამდვილად სახლში ვგრძნობდეთ… ჩვენ რუსული ფესვები გვაქვს, ვერ უარვყოფთ ჩვენს წარმოშობას, ჩვენს ოჯახსა და მეგობრებს. ბევრ იტალიელს უყვარს რუსეთი, იქ მცხოვრები ხალხი და ამ ქვეყნის კულტურა. იტალიელებს, რომლებმაც ისტორია იციან, არ ავიწყდებათ მისი მოვლენები. კორონავირუსის პანდემიის დროსაც კი რუსები ყოველთვის მხარს გვიჭერდნენ“ – თქვა ორნელა მუტის შვილმა.

მომღერალმა ასევე აღნიშნა, რომ ის და დედამისი მოსკოვში ან სანქტ-პეტერბურგში სახლის ყიდვაზე ფიქრობენ, რათა რუსეთში ოჯახის სხვა წევრებიც ჩაიყვანონ.

banner
წინა სტატიაშიგორის სასამართლომ 14 წელს მიუღწევლის მიმართ გარყვნილი ქმედების და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
შემდეგი სტატიაედგარს რინკევიჩი: ამ დროისთვის ლატვიას რუსეთის მხრიდან უშუალო სამხედრო საფრთხე არ ემუქრება