ორმხრივი პნევმონიით ზუგდიდიდან თბილისში ახალგაზრდა ქალი გადაიყვანეს

ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალიდან თბილისში 35 წლის ქალი გადაიყვანეს, რომელსაც ორმხრივი პნევმონია დაუდგინდა. ამასთან, პაციენტს უკვე ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები ვირუსებზე, შედეგები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

ახალგაზრდა ქალი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 2 თებერვალს მიიყვანეს. კლინიკაში შეყვანის მომენტიდან ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

ამასთან,გავრცელებული ინფორმაციით, პაციენტი ზუგდიდის ერთ-ერთი საჯარო სკოლის პედაგოგია. პრევენციის მიზნით, სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ჩაატარეს და სასწავლო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე საპარლამენტო ოპოზიციას ურჩევს, საკანონმდებლო საქმიანობას დაუბრუნდნენ
შემდეგი სტატიაპატრიარქი აშშ-ს ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა