ორმა კომიტეტმა მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის არჩევას მხარი დაუჭირა

არის რამდენიმე თვითმხილველი იმისა თუ როგორ მოემართებოდა გია სოსანაშვილი რამდენჯერმე ყარაფილას სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიიდან–ირაკლი შოთაზე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების წევრებმა მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის არჩევას მხარი დაუჭირა.

მანამდე კომიტეტებმა კენჭი უყარეს კომიტეტის დასკვნას მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე წარმოდგენილი პირისთვის მხარდაჭერის თაობაზე. ფარული კენჭისყრის შედეგების თანახმად, იურიდიული კომიტეტის წევრებმა შოთაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს. კენჭისყრაში კომიტეტის 9 წევრმა მიიღო მონაწილეობა და 9-ვე წევრმა შოთაძეს მხარი დაუჭირა.

რაც შეეხება ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს, კენჭისყრაში 10-მა დეუტატმა მიიღო მონაწილეობა და 10-ვე მათგანმა შოთაძის კანდიდატურას ნდობა გამოუცხადა.

პროცედურის თანახმად, კომიტეტები დასკვნებს პარლამენტის ბიუროს წარუდგენენ, ბიურო კი განსახილველად პლენარულ სხდომაზე გამოიტანს.

დღეს მთავარი პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძეს პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე მოუსმინეს. დღესვე, მას პარლამენტში შეხვედრა ექნება ფრაქციებთან – „თავისუფალი დემოკრატები“, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“.

საპროკურორო საბჭომ მთავარი პროკურორობის კანდიდატად ირაკლი შოთაძე ხმათა უმრავლესობით 19 ნოემბერს აირჩიეს.

banner
წინა სტატიაშიიოჰანეს ჰანი: მთავარი ფოკუსი ასოცირების შეთანხმების განხორციელებაზე უნდა გაკეთდეს
შემდეგი სტატიაISIS-ის 40-მდე საიდუმლო გვირაბი ერაყში აღმოაჩინეს (ფოტო)