ორლანდოში სროლის მსხვერპლის დასაფლავების კორტეჟს ავტობომილი დაეჯახა

ორლანდოში სროლის მსხვერპლის დასაფლავების კორტეჟს ავტობომილი დაეჯახა

15ორლანდოში, გეი-კლუბზე თავდასხმის შედეგად, ერთ-ერთი დაღუპულის დასაფლავების კორტეჟს ავტომანქანა დაეჯახა – შემთხვევა გუშინ, 18 ივნისს მოხდა. იტყობინება  ABC News-ი.
სამგლოვიარო პროცესიას პოლიციელები მიაცილებდნენ ეკლესიიდან დასაფლავების ადგილამდე, ქალაქ კისიმიმე, რომელიც ორლანდოდან 32 კილომეტრშია, როცა მანქანა, რომლის საჭესთან ქალი იჯდა, კორტეჟს დაეჯახა. Reuters-ის ინფორმაციით, ორი სამართალდამცველი დაშავდა – ისინი მოტოციკლზე ისხდნენ. დაშავებულები ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა სტაბილურია. მძღოლი არ დაშავებულა.

შეგახსენებთ, რომ გეი კლუბზე თავდასხმა 12 ივნისს მოხდა. რომლის დროსაც ამერიკელმა 49 ადამიანი მოკლა. 50 კი დაიჭრა.

banner
წინა სტატიაშირუსეთი პენტაგონის ბრალდებას უარყოფს
შემდეგი სტატიატრამპი რესპუბლიკელებს ფინანსური ურთიერთობის შეწყვეტით დაემუქრა