ორლანდოს კლუბის წევრმა მკვლელის მოტივებზე ისაუბრა

ორლანდოს კლუბის წევრმა მკვლელის მოტივებზე ისაუბრა

ორლანდოს კლუბის წევრმა მკვლელის მოტივებზე ისაუბრაავღანური წარმოშობის ამერიკელმა ომარ მატინმა, რომელმაც ორლანდოში, ღამის კლუბში 49 ადამიანი დახოცა, 911-ზე დარეკვისას განაცხადა, რომ თავდასხმა იმიტომ განახორციელა, რომ აშშ-მ “მისი ქვეყნის დაბომბვა შეწყვიტოს” – The Washington Post-ი ტრაგედიის თვითმხილველის ჩვენებაზე დაყრდონობით ავრცელებს.
როგორც 20 წლის პეიშენს კარტერმა განაცხადა, მეგობრებთან ერთად კლუბ “პულსის” ტუალეტში აღმოჩნდა და გარკვევით ესმოდა, რას ელაპარაკებოდა თავდამსხმელი 911-ს. “მის ქვეყანაში” რომელი ქვეყანა ყავდა მატინს მხედველობაში, გაურკვეველია.

გოგონას თქმით, მატინმა “ისლამურ სახელმწიფოს” შეჰფიცა ერთგულება, ამასთანავე, მან ტუალეტში მყოფ მძევლებს კითხა, თუ იყო ვინმე მათ შორის აფროამერიკელი. როცა ერთი პასუხი მიიღო, მან თქვა, რომ შავკანიანებთან პრეტენზია არა აქვს – “ჩემს ქვეყანაზეა ლაპარაკი. თქვენ, საკმარისი იტანჯეთ” – მიმართა მან აფროამერიკელს.
გარდა ამისა, The Washington Post -ი წერს, რომ მატინმა 911-ის გარდა, კიდევ ერთი ზარი განახორციელა ფლორიდაში ნაცნობთან. დიალოგის შინაარსი, ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

შეგახსენებთ, რომ ფლორიდას ქალაქ ორლანდოში 12 ივნისის ღამეს, ამერიკელი ომარ მატინი ორლანდოს ყველაზე დიდ გეი-კლუბს დაესხა თავს, რომლის დროსაც 49 ადამიანი გარდაიცვალა. დაჭრილებიდან 6 კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

banner
წინა სტატიაშიანგელა მერკელი: ვეცდები, გამოვნახო დრო საქართველოში ჩამოსასვლელად
შემდეგი სტატიაჩინეთმა ობამას და დალაი-ლამას შეხვედრის გამო პროტესტი გამოთქვა