რუსეთის სამთავრობო მედიის ცნობით, სანქტ-პეტერბურგის პოლიციამ კრემლის საწინააღმდეგო სიმღერების შესრულებისთვის ორჯერ დაკავებული ქუჩის მუსიკოსი, დიანა ლოგინოვა, ციხიდან გამოსვლისთანავე დააკავა.
ჯგუფ Stoptime-ის 18 წლის ვოკალისტს 14 ოქტომბერს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და ქვეყნის მასშტაბით აკრძალული სიმღერის – Swan Lake Cooperative-ის – შესრულებისთვის 13-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
ამასთან, დიანა ლოგინოვა კრემლის მიერ უცხოურ აგენტად გამოცხადებული მომღერლის, Monetochka-ს სიმღერის You Are a Soldier-ის შესრულებისთვის 30 000 რუბლით ($369) დააჯარიმეს. ამის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგის ცენტრში, მეტროსთან შესრულებული გამოსვლისთვის მას ხულიგნობის ბრალდებით 13-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
ლოგინოვა ციხიდან 10 ნოემბერს უნდა გამოეშვათ, თუმცა სანაცვლოდ სანქტ-პეტერბურგის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. სამთავრობო მედია RIA-ს სამართალდამცავმა განუცხადა, რომ განიხილავდნენ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ფაქტს, რის საფუძველზეც დიანა ლოგინოვას კვლავ პატიმრობა მიესჯებოდა.
ცნობისთვის, 2025 წლის მაისში სასამართლომ Swan Lake Cooperative აკრძალა, როგორც “მთავრობის ძალადობრივი გზით დამხობის პროპაგანდა” და “საფრთხე არასრულწლოვანთა ზნეობრივი და ეთიკური განვითარებისთვის”.
















