ორივეს თავებს დაგაყრევინებთ – ზაზა ხატიაშვილი შს მინისტრსა და მთავარ პროკურორს ემუქრება

“მე მინდა, მივმართო შინაგან საქმეთა მინისტრსა და მთავარ პროკურორს, ნუ მაიძულებთ, რომ ორივე გადაგაყენოთ თანამდებობიდან,” – ასე მიმართა გადაცემა არჩევანში ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ზაზა ხატიაშვილმა, ხელისუფლების წევრებს.

ხატიაშვილი ადვოკატებზე არსებულ ზეწოლის ფაქტებს აპროტესტებს და ერთ-ერთი მათგანი მაგალითად მოყავს. კერძოდ, 5 მაისს ქალაქ ქუთაისში პოლიციის მხრიდან ადვოკატ ავთანდილ ბუცხრიკიძის სახლის დაცხრილვის ფაქტი, რომელზეც მისი თქმით, არავინ დასჯილა.

„გაძლევთ ორ კვირას, მოდით ორივე გონზე, თორემ მე თუ დავიწყე, ორივეს თავებს გავაგორებ,“ – ამბობს ზაზა ხატიაშვილი.

banner
წინა სტატიაში,,რუსთავი2 არ არის ის ხე, რომელსაც ამოთხრი და შენს ეზოში დარგავ”
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი: “მივმართავ ყოფილ მინისტრს, ზუსტად, დეტალურად წარმოადგინოს პრეტენზიების სია”