თამაზ მეჭიაური: ორივე მხრიდან არის შეურაცხმყოფელი, რომელსაც ვემიჯნები

გოგი თოფაძისა და რესპუბლიკელების დაპირისპირებას ქართულ ოცნებაში გამოეხმაურნენ. ფრაქციაში ამბობენ, რომ დაპირისპირება სახეზეა, თუმცა მიიჩნევენ, რომ კოალიციის წევრებმა ერთმანეთთან ურთიერთობა სხვა ფორმატში უნდა გაარკვიონ.

„ასეთი საკითხები ასე ღიად, ურთიერთშეურაცხმყოფელი ბრალდებების ფონზე არ უნდა იხილებოდეს, სჯობს, რომ ეს საკითხები უფრო დახურულ ფორმატში იხილებოდეს. ორივე მხრიდან არის შეურაცხმყოფელი, რომელსაც ვემიჯნები,”- განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

თამაზ მეჭიაურმა თინა ხიდაშელის გოგი თოფაძეზე გაკეთებული განცხადება,”კიდევ იყო დეპუტატი თუ არა არ ვიცოდი”, გაიხსენა და აღნიშნა, რომ “პიროვნება, რომელსაც თუნდაც რადიკალურად განსხვავებული შეხედულება გქონდეს, დამამცირებელ კონტექსტში არ უნდა მოიხსენიო,“- განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ ჯანილიძე: ტერორიზმი მსოფლიო მასშტაბის საფრთხეა, თუმცა ამ ბრძოლაში ჩვენ ერთად ვართ
შემდეგი სტატიადიმიტრი ქუმსიშვილი: ყველანაირი შეფასებით დღეს საქართველოში მედია არის ძალიან თავისუფალი