“ორივე მიმართულებას უნდა გაეცეს პასუხი – შინაარსობრივ მხარეს და საიდან მოხვდა რ2″-ის ხელში” – კილაძე

ე.წ. ჩანაწერების ომთან დაკავშირებით, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ორივე მიმართულებას გაეცეს პასუხი: ერთი – შინაარსობრივი მხარე და მეორე – საიდან მოხვდა ეს ჩანაწერები “რუსთავი2″-ის ხელში,”- ამბობს სოფო კილაძე

„ე.წ. ჩანაწერების ომთან დაკავშირებით, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ორივე მიმართულებას გაეცეს პასუხი: ერთი – შინაარსობრივი მხარე და მეორე – საიდან მოხვდა ეს ჩანაწერები “რუსთავი2”-ის ხელში და საიდან გამოქვეყნდა. ორივე კითხვას აუცილებლად უნდა გაეცეს პასუხი. სამართალდამცავ სტრუქტურებს მოვუწოდებ – ეს არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმე და გამოძიების შედეგების შესახებ მოსახლეობას უნდა მიეწოდოს დეტალური ინფორმაცია. ვიდრე გამოძიების კონკრეტული შედეგი არ გვაქვს, აზრი არ აქვს არავითარ პოლიტიკურად ხმაურიან საკითხებს. ჩვენთვის მთავარია, რომ საგამოძიებო შედეგები საბოლოო ჯამში ეცნობოს ჩვენს საზოგადოებას. ჩვენი, “ქართული ოცნების” ინტერესიც არის, რომ ამ ჩანაწერების ომს ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესვას. ეს არ არის დემოკრატიული საზოგადოებისთვის და დემოკრატიული მედიისთვის დამახასიათებელი,”- განაცხადა კილაძემ

შეგახსენებთ, რომ დღეს „რუსთავი 2“-მა „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით 2 ახალი ფარული ვიდეჩანაწერი გაავრცელა.

 

https://www.timer.ge/omega-jgupis-saqme-da-sardapis-incidenti-pirveli-skandaluri-videochanatseri/

https://www.timer.ge/video-skandaluri-video-chanatseri-khipiani-omega-jgupis-saqmeshi-ivanishvilis-parckhaladzis-gakharias-davith-magharadzisa-da-zaralas-rolze-saubrobs/

banner
წინა სტატიაში“ხალხი, რომელიც პრობლემებზე ლაპარაკობს ფაშიზმში არ უნდა დაადანაშაულო” – დევიდ კრამერი ირაკლი კობახიძის განცხადებასა და ელიტური კორუფციის შესახებ
შემდეგი სტატიაზურაბიშვილის განცხადებები საქართველოს წინააღმდეგ ჰააგის სასამართლოში – “ევროპული საქართველო” დოკუმენტს ასაჯაროებს