ორივე ჯარისკაცის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის მძიმეა

23005284დედოფლისწყაროში მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაშავებული ორი ჯარისკაცის მდგომარეობა, რომლებიც ინგოროყვას კლინიკაში არიან გადმოყვანილი, ამ ეტაპზე მძიმეა. ამის შესახებ კლინიკის ექიმ-რეანიმატოლოგმა კოსტანტინე მუმლაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ერთის მდგომარეობა გამოხატულია სხეულის მრავლობითი დაზიანებით, გულმკერდის დახურული ტრამვით, ფილტვების დაჟეჟილობით, მენჯის ძვლის მოტეხილობით. ზოგადი მდგომარეობა პაციენტის არის სტაბილურად მძიმე.მიმდინარაობს შოკის საწინააღმდეგო თერაპია, ამასთან უგრძელდება მკურნალობა და მოთავსდება რეანიმაციის განყოფილებაში.

მეორე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია შედარებით. გამოხატულია ქალა-ტვინის დახურული ტრამვა. თავის ტვინის შერყევა, რეტროგრადიული ამნეზიით. ორივეს შემთხვევაში მდგომარეობა რჩება მძიმე“,- განაცხადა ექიმმა.

banner
წინა სტატიაშიპოლონელი მინისტრი: რუსეთი ,,მისტრალებს,, აფიორის გზით იბრუნებს
შემდეგი სტატია(foto) ალა პუგაჩოვას ახალი იმიჯი მოსკოვის მოდის კვირეულზე