გორის სამხედრო ჰოსპიტალის ხელმძღვანელობის განცხადებას გვარამია პასუხობს

გორის სამხედრო ჰოსპიტალის ხელმძღვანელობის განცხადებას, რომლებიც ნიკა გვარამიას ადანაშაულებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი შეცდომაში შეიყვანა, თავად ნიკა გვარამია ეხმაურება:

“გორის ჰოსპიტალის მთავარი ექიმის განმარტებით, სააკაშვილის პირად ექიმს მოტყუებით და მისი ნების წინააღმდეგ მოვაწერინე ხელი გავრცელებულ დოკუმენტზე. ქალბატონი გოგორიშვილი შოკში იყოო. და ეს შოკირებული, ფსიქოლოგიურად არასტაბილური და ცნობიერების მიღმა მყოფი ადამიანი მკურნალობს სააკაშვილს?
ამოიღეთ კამერების ჩანაწერები და დაგვანახეთ, რა განვავრცე, რა მდგომარეობაში იყო ხელმოწერისას ექიმი, რა ჩავამატე, ზეწოლა როგორ მოვახდინე შუა ჰოსპიტალში, სუსით და ბადრაგით გარშემორტყმულ სივრცეში.
ვიმეორებ, ყველა პუქტზე მისი ხელმოწერაა. ჯამურად დოკუმენტზეც მისი ხელმოწერაა, ტექსტით: “შედგენილია ჩემი კარნახით. ყველა ჩასწორება და კორექტირება გაკეთებულია ჩემი მითითებით.”
ამ ყველაფრის საფუძველზე, კანონსაწინააღმდეგოდ და არაუფლებამოსილი პირის (მთავარი ექიმი ურთმელიძე), მნახველების შეზღუდვა ყველაფერს ცხადყოფს და ასევე წამების სპირალის კიდევ ერთი ხვეულია.
ნინო გოგორიშვილი შოკში თუ სადმე იყო, იყო მთავარი ექიმის ბრიფინგის დროს, ძალით გამოყვანილი და ძალით ტყუილების მოლაპარაკე. ისევე, როგორც ფორმა ასზე და სააკაშვილის გაწერაზე ძალით ხელისმოწერისას.
და ახლა ამ ტრივიალურ მატყუარებს და დანაშაულებრივ ყალბისმქმნელებს (ურთმელიძე, გოგორიშვილი) უნდა ვენდოთ სააკაშვილი მკურნალობისა და ჯანმრთელობის სტატუსის განსაზღვრაში?
ps საათის ეპიზოდზე, რომელიც ძალადობას მოიცავს, როგორც თვითმხილველი, ხელს აწერს რეანიმატოლოგი ნიკო გორგიშელი. ისიც შოკში იყო და მასაც ზეწოლით მოვაწერინე ხელი?” – წერს ნიკა გვარამია

banner
წინა სტატიაში“ნუ ბლატაობ”!…”თითი ჩაწიე”- დაპირისპირება პარლამენტში
შემდეგი სტატიაადვოკატი შეზღუდვაზე: ადვოკატს აქვს უფლება, ნებისმიერ დროს მოინახულოს დაცვის ქვეშ მყოფი