ზელენსკი: ორი წლის შემდეგ აქ ვხვდებით ჩვენს მეგობრებს, ჩვენს პარტნიორებს

“აი,ამ ტერიტორიიდან უნდა მომხარიყო სამ დღეში კიევისა და უკრაინის აღება… აქ ჩამოსულ მტერს ცეცხლით შევხვდით. ორი წლის შემდეგ აქ ვხვდებით ჩვენს მეგობრებს, ჩვენს პარტნიორებს”
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ კიევში ჩასულ დასავლელ მაღალჩინოსნებს ჰოსტომელის აეროპორტში დახვა, სადაც კრემლს სურდა გაეკეთებინა კიევის სწრაფი ოკუპაციის პლაცდარმი.

შეგახსენებთ, რომ ზუსტად 2 წლის წინ, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა ომს “სპეციალური სამხედრო ოპერაცია” უწოდა და განაცხადა, რომ მისი მიზანი უკრაინის “დემილიტარიზაციასა და დენაციფიკაცია” იყო.

ომის დაწყებას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების “დამოუკიდებლობის” აღიარება. შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 30 სექტემბერს კი რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები

banner
წინა სტატიაშივადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
შემდეგი სტატიასააკაშვილი: სწრაფი დამსახურებული გამარჯვება, რომელშიც ერთი წუთითაც არ მეპარება ეჭვი