ორი წელი კორცხელის ინციდენტიდან-ნიკა მელიას “ფეისბუქპოსტი”

“დღეს 2 წელი სრულდება იმ „გმირობის“ ჩადენიდან, რომელიც ხელისუფლების მიერ ზონდერებად გამოყენებულმა სპორტსმენებმა ჩაიდინეს კორცხელში.

ოპოზიციის, მოსახლეობის წინააღმდეგ გამოყვანილი მოძალადე სპორტსმენები დღესაც დაუსჯელად და არხეინად დადიან.

„ქართულმა ოცნებამ“ სწორედ კორცხელში მოსინჯა ის, რაც შემდეგ ფართოდ დანერგა ოპოზიციისა და ზოგადად საზოგადოების პროტესტის გასანეიტრალებლად. იცვლება ადგილები, იცვლება ზონდერების, „ტიტუშკების“ ვინაობა, პროფესია თუ წარმომავლობა, მაგრამ უცვლელია ამ ხრიკის გამოყენების მიზნები და მეთოდები.

კორცხელში თუ სპორტსმენები გამოიყვანა, ბორჯომში – მერიის ჩინოვნიკები შემოგვისია ოპოზიციას, ამ დღეებში ქუჩებში საპროტესტოდ გამოსულ ახალგაზრდობას კი ხელისუფლებისგან კონტროლირებული მთელი რიგი მოძალადე ჯუფები – ე.წ. მარშისტები, ფაშისტები და ა.შ.
მაშინაც, როგორც ამჯერად, ხელისუფლება ცდილობდა კვალის წაშლას და ალიბის შექმნას – კორცხელის გმირებს აქციებს აწყობინებდა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ლაიტმოტივით- ჩვენი მართულები რომ იყვნენ, აქციებს ხომ არ მოგვიწყობენო.

„ქართული ოცნების“ ეს ორუცნობიანი განტოლებები ხალხმა უკვე ამოხსნა, მაგრამ სირაქლემის პოზა იმდენად ეკომფორტულება ოლიგარქს და მის მარიონეტებს, რომ ვერ ელევიან. ძალიან მალე სწორედ ამ პოზაში განაბულებს გაისტუმრებს საქართველოს მოსახლოება მათ პოლიტიკურ მოუსავლეთში”,-წერს ნიკა მელია “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე: შემდეგი პრეზიდენტი იქნება ინტელექტუალი და განათლებული
შემდეგი სტატიასტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო, აგვისტოს ომის საქმეზე რუსეთის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის განხილვას ასრულებს