ორი ტყვია მომხვდა შუბლში, ერთი თავის ქალაში გაჩერდა – 20 ივნისის ღამეს დაზარალებული

20 ივნისის დარბევისას დაზარალებული ერთ-ერთი პირი, 20 ივნისის სისხლიან ღამეს იხსენებს. კასპში მცხოვრები ალიკა მჭედლიძე ამბობს, რომ დარბევის დროს მას რეზინის ორი ტყვია, შუბლის არეში მოხვდა.

ერთ-ერთმა ნასროლმა ტყვიამ თავშიც შეაღწია, რის გამოც მამაკაცს სამედიცინო ჩარევა დასჭირდა. დაზარალებულის თქმით, დღემდე გაუსაძლისი თავის ტკივილები აქვს. შეუძლოდ ყოფნის გამო, თბილისში ჩამოსვლას და პარლამენტის წინ მიმდინარე აქციებში მონაწილეობას ვეღარ ახერხებს.

„სროლა რომ ატეხეს არავის გავუფრთხილებივართ. ორი ტყვია მომხვდა შუბლში, გადამიხეთქა შუბლი, გაჩერდა თავის ქალაქში. დილით რომ ცუდად გავხდი წამოვედი საავადმყოფოში ამომიღეს ეს. სანამ არ გადადგება არ მოვისვენებთ, მთელი ერი არ მოვისვენებთ, მარტო გახარია კი არა მთელი მთავრობა უნდა გადადგეს,“-ამბობს მჭედლიძე.

banner
წინა სტატიაშიდავით ზალკალიანმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებული ვითარება განიხილა
შემდეგი სტატიასტიქია ახალ ნიჩბისში – ქარმა მრავალშვილიანი ოჯახის სახლს, სახურავი ახადა