“ორი სიტყვით თამარ ჟვანიას გადადგომასთან დაკავშირებით”- ირაკლი კობახიძის კომენტარი

“ორი სიტყვით თამარ ჟვანიას გადადგომასთან დაკავშირებით. ცესკოს თავმჯდომარეს, რომელმაც სუფთად ჩაატარა 5 ძირითადი და 10-ზე მეტი შუალედური არჩევნები:

– გაუყალბეს პარალელური ხმის დათვლა (ე.წ. პივიტი);

– გაუყალბეს 8-პროცენტიანი ზედმეტობა;

– გაუყალბეს არჩევნების შედეგების დაგვიანებით გამოცხადება;

– გაუყალბეს არჩევნების გაყალბება…

ამ ყველაფრის გამყალბებელმა პარტიებმა, ენჯეოებმა და მედიამ ვერ დაასაბუთეს ვერცერთი ბრალდება – რაც არ არსებობს, იმას ვერც დაასაბუთებ.

თუმცა, არცერთ პარტიას, ენჯეოს და მედიას არ აღმოაჩნდა არც კაცური ღირსება და არც ქალური სოლიდარობა, თამარ ჟვანიასთვის ელემენტარული ბოდიში მოეხადა.”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშივაშაძე ჟვანიას გადადგომაზე: დიდი გამარჯვებაა
შემდეგი სტატია“უნდათ, რომ კანდიდატი იყოს დოგმაში ჩამჯდარი”:მოსამართლე კოპალეიშვილი იუსტიციის საბჭოს წინააღმდეგ