თინა ხიდაშელი გაეროს გენანსამბლეის მორიგი რეზოლუციის კენჭისყრის შედეგებს აანალიზებს და ასკვნის, რომ შედეგები არის კრახი საქართველოს არალეგიტიმური ხელისუფლებისთვის. მისი თქმით, მათაც კი, ვინც კობახიძეს ხელი ჩამოართვა და აღიარა, საქართველოს სასარგებლოდ ხმა არ მიუციათ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციას ხმა არც არაბეთის გაერთიანებულმა საემიროებმა მისცა, იმის მიუხედავად, რომ გაეროზს ტურიზმის განვითარების დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე საქართველომ არაბთა კანდიდატს დაუჭირა მხარი და ზურაბ პოლოლკაშვილის კანდიდატურა ჩახსნა.
“ორი სიტყვა გაეროს რეზოლუციაზე და ამათ სრულ კრახზე.
ვისაც ხელი ჩამოართვეს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ვისი ფოტოებითაც გადაჭედეს პროპაგანდა ვერავისთან ვერ იმუშავეს, ან სულაც სიტყვა არ დაუძრავთ გაეროს რეზოლუციაზე.
კობახიძე აღიარა და ხელი ჩამოართვა სერბეთმა- არავითარი შედეგი საქართველოსთვის, ისევ არ იძლევიან ხმას;
კობახიძე მგონი უკვე სამჯერ იყო არაბულ ქვეყნებში – ჩამოართვეს ხელი, აღიარეს – საქართველოს ისევ არაფერი, კვლავაც რუსეთის მხარდამჭერებად რჩებიან ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საქმეში;
კობახიძემ მოიარა ცენტრალური აზია, აღიარეს, ხელი ჩამოართვეს და ისევ 0 სარგებელი საქართველოს, ხუთიდან არც ერთი არ გვაძლევს ხმას გაეროში;
მაკა რომ დადიოდა ინდოეთში და გამოფინა ქვეყნები, იქ ხომ სრული კატასტროფა გვაქვს;
მაგრამ ეს ემირატები სპეციფიურად ტრაგიკულია. ამხელა ამბავზე წავიდნენ, გაეროს ერთადერთი მაღალი პოსტი რომლიც ქართველს ეკავა, შეწირეს და ისიც კი არ ითხოვეს სანაცვლოდ, რომ რეზოლუციისთვის მხარი დაეჭირათ, აღარაფერს ვამბობ ბაჩიაშვილის საქმის სკანდალზე;
და ბოლოს, ეს უსაყვარლესი ფუმფულა სტრატეგიული პარტნიორი ჩინეთი….. ისევ 0…
აფერუმ, თქვენს მმართველობას!
მიდით თქვენ იცით, უფრო მაგრად ლანძღეთ და აგინეთ მთავარ იმედს და საშველს დემოკრატიულ სამყაროს, იქნებ მანდაც დაიწყოთ ხმების დაკარგვა…”, – წერს თინა ხიდაშელი.