ორი შეწყალებული, თუ საწყალი, არ ვიცი, სალომესგან გასაწყლებული კრიმინალის ერთობა ბარიერს გარანტირებულად ვერ გადალახავს – მდინარაძე

“ორი შეწყალებული, თუ საწყალი, არ ვიცი, სალომესგან გასაწყლებული კრიმინალის ერთობა ბარიერს გარანტირებულად ვერ გადალახავს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ნიკა გვარამიას და ნიკა მელიას პოლიტიკურ გაერთიანებაზე განაცხადა.

მდინარაძის თქმით, დღევანდელი ოპოზიციის ფონზე ნიკა გვარამია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად აბსოლუტურად რელევანტური იქნება.

„ნიკა გვარამიას ამბიციის ხარისხი იმდენად დიდი და განუზომელია, რომ ჩემი შეფასება შეიძლება ვერ შესწვდეს ამ ხარისხს და ამიტომ, თავს შევიკავებ. ის ხომ იმხელა პოლიტიკოსია, ამხელა ბექგრაუნდით, ისეთი სუფთა წარსულით, რომ მისი ამბიციები შესატყვისობაშია ამ ყველაფერთან, როგორც ჩანს, მას უნდა ჰქონდეს ამბიცია. ეს არის „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, სუფთა წარსულიც, სუფთა ბექგრაუნდიც და მას უნდა ჰქონდეს ამბიციები, როგორც ჩანს. ამას მე ნახევრად ხუმრობით და ირონიით იმიტომ ვამბობ, რომ აქედან ყველაფერი ნათელი ხდება.

რა ოპოზიციაც გვყავს, ნიკა გვარამია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად აბსოლუტურად რელევანტური იქნება, მაგრამ ამ ორი შეწყალებული კრიმინალის ერთობა, რას იზამს ამაზე მარტივი დასკვნა შეიძლება გამოიტანო. ვიმეორებ, ორი შეწყალებული თუ საწყალი, არ ვიცი, სალომესგან გასაწყლებული კრიმინალის ერთობა ბარიერს გარანტირებულად ვერ გადალახავს“ ,- განაცხადა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშიერთი წელია, ჩვენი „ენჯეო“ სექტორის ძირითადი ნაწილი გვატყუებს, რომ გამჭვირვალეა დაფინანსება – მდინარაძე
შემდეგი სტატიაანრი ოხანაშვილი – „გირჩი – მეტი თავისუფლება“, მელია, სააკაშვილი თუ გვარამია ერთი სუბიექტი არიან