ხობის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვალონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი პირი დაშავდა.
ადგილობრივების ცნობით,მაღალი სიჩქარით მოძრავი „ტოიოტა პრიუსი“ ტრაილერს შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად, მსუბუქ ავტომობილში მყოფი, ორი ქალი მრავლობითი მოტეხილობებით სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. მედიკოსების თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
თვითმხილველების ინფორმაციით,მანქანაში 7 წლის მოზარდიც იმყოფებოდა, თუმცა, მას დაზიანებები არ მიუღია. ავტოავარიის გამო, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალური მაგისტრალის აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა პარალიზებულია.
ადგილზე მობილიზებულნი არიან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.