ორი მოზარდის დაჭრა წითელ ბაღთან – 35-ე სკოლის პედაგოგები მომხდარის დეტალებზე საუბრობენ

წითელ ბაღთან გუშინ საღამოს ორი მეთორმეტეკლასელის დაჭრის სავარაუდო მიზეზებზე 35-ე საჯარო სკოლის პედაგოგები საუბრობენ:
„ორი უცნობი ბიჭი, რომელიც აგვიხირდაო რაღაც თემაზე. კამათი მოჰყვა ამ ახირებას, ბავშვები შეკამათდნენ ერთმანეთში და მერე ისე დაგვჭრეს ამ ბიჭებმა, რომ ვერ მივხვდითო. როდესაც სისხლის დავინახეთ საკუთარ თავზე მერე მივხვდით, რომ დაჭრილები ვართ და ვიღაცამ გადმოგვიყვანა რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ბავშვების თქმით, ორი ბიჭი იყო,“-აცხადებს 35-ე სკოლის პედაგოგი ეთერ მაისურაძე.
სოკოლის დირექტორი შემთხვევამდე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე რაიმე დაპირისპირებას გამორიცხავს და ამბობს, რომ, როგორც დაჭრილი მოზარდების მშობლები ამბობენ, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მოზარდები რეპეტიტორთან მიდიოდნენ. მისივე ინფორმაციით, სამართალდამცველები ჯერჯერობით არ დაინტერესებულან სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კამერების ჩანაწერებით:
„როგორც მშობლებმა ამიხსნეს, ეს მოხდა წითელი ბაღის ტერიტორიაზე. ბავშვები მოდიოდნენ, ერთი მგონი მიდიოდა მასწავლებელთა და იქ დახვდნენ ვიღაც გაურკვეველი ჯგუფი, რომელსაც იკვლევს საგამოძიებო უწყება,“-აცხადებს თბილისის 35-ე საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ ჩიკვილაძე.
ორივე დაჭრილი არასრულწლოვნიდან თბილისის 35-ე საჯარო სკოლაში პირველი ექსპერიმენტული სკოლიდან გადავიდა. პირველი სკოლის დირექტორი ამბობს, რომ მან მომხდარის შესახებ ტელევიზიიდან შეიტყო და დამატებითი დეტალები არ იცის. ხათუნა ბარაბაძის განცხადებით, დაჭრილი მოსწავლეების გადასვლა სხვა სკოლაში სავარაუდოდ გაცდენებს უკავშირდებოდა.

banner
წინა სტატიაშიახალი საგამოძიებო ინსტიტუტის შექმნას, სამოქალაქო სექტორი არამიზნობრივად აფასებს
შემდეგი სტატიაამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფი შალვა ნათელაშვილი შეხვედრებს მართავს