ორი მინისტრის გადადგომის მოთხოვნით საგარეჯოშიც შიმშილობენ

“პატრიოტთა ალიანსის” წევრები და მხარდამჭერები არჩევნების გაყალბებაში გარემოს დაცვისა და თავდაცვის მინისტრებს ადანაშაულებენ.

როგორც ისინი აცხადებენ, საგარეჯოში 31 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებში, თინა ხიდაშელისა და გიგლა აგულაშვილის მხრიდან, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება მოხდა.

ირმა ინაშვილის 4 მხარდამჭერი მესამე დღეა ქალაქის მთავარ მოედანზე სპეციალურად მოწყობილ კარავში განაგრძობს შიმშილობას.

მათი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა არჩევნებში გამოვლენილი დარღვევები დროულად და სამართლიანად გამოძიებაა.

ისინი უვადო შიმშილებას აცხადებენ და მოითხოვენ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს საარჩევნო გარემოს ცვლილებასთან დაკავშირებითაც.

შგახსენებთ, რომ “პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენლებმა შიმშილობა თბილისსა და სხვა რამდენიმე რეგიონებში დაიწყეს. ისინი სახელისუფლებო კანდიდატის, თამარ ხიდაშელის გამარჯვებას აპროტესტებენ და არჩევნების გაყალბებაზე საუბრობენ.

banner
წინა სტატიაშიმურმან დუმბაძე: შევარცხვინე ის პრეზიდენტი, რომელიც მთავრობის მოთხოვნით დატოვებს საკუთარ სახლ-კარს
შემდეგი სტატიააფხაზეთში დისლოცირებულ რუსულ ბაზებში თანამედროვე ციფრული ტექნიკა მიიღეს