ორი „ლუზერი“, ჯაფარიძე და ხოშტარია რაღაც სისულელეს რომ აკეთებენ, ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება შეუძლებელია, მკვდარი მკვდარს აეკიდაო, ასეა მათი საქმე – კალაძე

აგენტი როდესაც ხარ, შეუძლებელია, შენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესი გაატარო, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „გირჩი- მეტი თავისუფლებისა“ და „დროას“ მიერ შექმნილი ახალი პროექტის, „მონა.ჯი“ შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს ადამიანები არიან მავნებლები, რომლებიც ქვეყნის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ.

„ორი „ლუზერი“ რაღაც სისულელეს რომ აკეთებს, ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება შეუძლებელია. ისინი თავისი ფსიქოლოგიით არიან ჩვეულებრივი მავნებლები და მოქმედებენ ქვეყნის საწინააღმდეგოდ. აგენტი როდესაც ხარ, შეუძლებელია, შენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესი გაატარო. ერთი ჩახდილი დარბოდა, შოუებს გვიტარებდა, მეორე რუსული რუბლებით ფინანსდება. ამ ადამიანებზე სერიოზულად როგორ ვისაუბრო. მკვდარი მკვდარს აეკიდაო, ასეა
მათი საქმე“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

banner
წინა სტატიაშიბრიუსელში განხორციელებული თავდასხმა აჩვენებს, რომ ევროპელებმა უნდა გავაძლიეროთ ჩვენი უსაფრთხოება – ბორელი
შემდეგი სტატიამონა.ჯი არის „კანვასის“, „ფრანკლინის კლუბის“, აკერმანის სახელმძღვანელოებისა და ტრენინგების ერთ-ერთი თავი, საზოგადოებამ კარგად იცის, ვინ არიან ჯაფარიძე, ხოშტარია, ჩვეულებრივი აგენტები – კობახიძე