ორი კატერის შეჯახების შედეგად ბათუმში 5 ადამიანი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შემთხვევა დღეს მოხდა. ადგილობრივი გამოცემის “აჭარა თაიმსი” ცნობით, შეჯახების შემდეგ კატერებზე მყოფი ადამიანები ზღვაში ჩაცვივდნენ. შსს-მ გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.








