ორი კახპა, ბოზი ქალის ურთიერთობას მაგონებს ჩვენი ერთმანეთის ლანძღვა

ორი კახპა, ბოზი ქალის ურთიერთობას მაგონებს ჩვენი ერთმანეთის ლანძღვა – ეს განცხადება, “ევროპული საქართველოს” წევრმა, აკაკი ბობოხიძემ გააკეთა. მან სესიაზე მმართველი გუნდის განცხადებებს უპასუხა, რომლებიც ყოფილ ხელისუფლებას გასულ 9 წელს ახსენებდნენ.

ოპოზიციის წევრმა შალვა შავგულიძესა და სანდრო გირგვლიანის საქმეზე ისაუბრა.

„როდესაც ბატონი მათიკაშვილი გველაპარაკება შალვა შავგულიძეზე, ბატონი კარლო კოპალიანი აგრძელებს, რომ ეს რა ქნა შალვა შავგულიძემ. ბოდიშს ვიხდი ამ ტერმინისთვის, მაგრამ ორი კახპა, ბოზი ქალის ურთიერთობას მაგონებს ჩვენი ერთმანეთის ლანძღვა, აქედან ჩვენ გვლანძღავთ, იქიდან თქვენ, ამ დროს საქართველო იჭყლიტება,“ – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

ოპოზიციის წევრის ამ გამოსვლის შემდეგ ოპონენტებსა და დეპუტატ კარლო კოპალიანს შორის შელაპარაკება მოხდა.

“პრასტიტუტკად არ ვთვლი თავს“ – მიმართა კოპალიანმა ბობოხიძე, რის შემდეგაც სხდომათა დარბაზში დაპირისპირება მოხდა. „ევროპულმა საქართველომ“ სხდომა დატოვა.

banner
წინა სტატიაშიხატია მოისწრაფიშვილმა საზოგადოებას დავით გარეჯთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებები შეახსენა
შემდეგი სტატიაჩიჩხიტურის კოშკთან მცირე დაპირისპირება მოხდა