ორი ირანული უპილოტო საფრენი აპარატი კვიპროსის მახლობლად ჩამოაგდეს. ეს დრონები დიდი ბრიტანეთის ავიაბაზაზე, აეროპორტზე იყო დამიზნული. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მანამდე ერთი ირანული დრონი, ღამით, ბაზის სიახლოვეს აფეთქდა. ამ შეტევის შედეგად ზარალი მინიმალური იყო და არავინ დაშავებულა. შეტევა ადგილობრივი დროით 00.00 საათზე მოხდა.
კვიპროსში 2 მარტს რამდენჯერმე გაისმა საჰაერო განგაშის სირენები.
უპილოტო საფრენი აპარატი პაფოსის აეროპორტის მიმდებარედაც დაფიქსირდა. იქაც საჰაერო განგაში გამოცხადდა.
დრონების იერიშების გამო კვიპროსში რანდენიმე ავიარეისი გადაიდო. რაც შეეხება ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების აეროპორტებს, ისინი პრაქტიკულად მთლიანად პარალიზებულია.















