ორი გარდაცვლილი და ორი დაშავებული – ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში

ავარიას ბათუმში ახალაგზრდა მამაკაცი შეეწირა

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში მსხვერპლით დასრულდა. აეროპორტის გზატკეცილზე ერთმანეთს ავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. გარდაცვლილია ორი ადამიანი, ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლია, ის საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. დაშავებულია ორი ადამიანი.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშიბობ მეიერი: „საქართველოს ეკონომიკა იზრდება, საინვესტიციო გარემო კი იდეალურია“
შემდეგი სტატიაზაზა ოქუაშვილი ხელისუფლებას მადლობას უხდის (+ვიდეო)