ორი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა კახეთის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად.
თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.
როგორც „თაიმერს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
















